მენიუ

Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu

    Wednesday, August 16, 2017

    აქტიური სწავლება ბიოლოგიაში

    აქტიური სწავლება ბიოლოგიაში არის
    სტატიაში თქვენ გაეცნობით ბიოლოგიის სწავლა-სწავლებაში გამოყენებულ სამეცნიერო პრაქტიკებს, საბუნებისმეტყველო საგნების, მათ შორის ბიოლოგიის აქტიური სწავლება მიმართულია მოსწავლეებში სააზროვნო და კვლევითი უნარების, ანუ ე.წ. „სამეცნიერო“ უნარების ფორმირებისაკენ. აღნიშნული წარმოდგენილია რვა ძირითადი „სამეცნიერო“ უნარის სახით, რომელიც უნდა გამოავლინოს მოსწავლემ სწავლა-სწავლების შედეგად. სწორედ ამ უნარებს დაარქვეს “პრაქტიკები”, ვინაიდან ტიპიურ უნარ-ჩვევებთან შედარებით მათი არეალი უფრო ფართოა და მოითხოვს საგნობრივი კომპეტენციების გამოყენებასაც. ამგვარად, სამეცნიერო პრაქტიკები არ წარმოადგენს საგნის შინაარსისგან განყენებულ ქმედებებს. პირიქით, მათი გამოყენება და განვითარება უნდა მოხდეს განსაზღვრულ საგნობრივ შინაარსზე დაყრდნობით. ტერმინი „სამეცნიერო“ ხაზს უსვამს, რომ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება უნდა იმიტირებდეს მეცნიერულ პროცესს, მეცნიერის სამუშაოს, ანუ მას უნდა ჰქონდეს აქტიური, კეთებაზე ორიენტირებული ბუნება, მიმართული უნდა იყოს მონაცემების მოპოვებისა და დამუშავებისაკენ, შედეგების ახსნისა და გაზიარებისაკენ. ცხადია, თითოეული პრაქტიკის განხორციელებისთვის საჭიროა მასწავლებლის მიერ სათანადო აქტივობების/დავალებების შეთავაზება; აღნიშნული პრაქტიკების შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებთ ბმულიდან.

    No comments:

    Post a Comment