ტრენერის პროფესიული მახასიათებლები
"როგორც ნებისმიერი სხვა პროფესია, ტრენერის საქმიანობაც საჭიროებს გარკვეულ პროფესიულ მახასიათებლებს. უმთავრესი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ტრენინგის ხარისხს და წარმატებას, ძალიან ხშირად სწორედ ტრენერის პიროვნება, მისი პროფესიონალიზმი – ცოდნა, უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლებია. თუმცა, განსხვავებით სხვა პროფესიებისგან, სატრენერო საქმიანობისთვის ადამიანის მომზადება ან საერთოდ არ ხდება, ან ხდება ძალიან მოკლე ვადებში. ამა თუ იმ პროფესიაში წარმატება სრულიადაც არ არის იმის გარანტი, რომ ეს ადამიანი სატრენერო საქმიანობაშიც წარმატებული იქნება. კარგი ექიმობა არ ნიშნავს კარგ ტრენერობას, ისევე როგორც კარგი პედაგოგობა კარგი ტრენერობის უცილობელ წინაპირობად ვერ იქცევა.
ალბათ ბევრისთვის საინტერესო იქნება იმის გარკვევა, თუ რა ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და პიროვნული მახასიათებლების მატარებელი უნდა იყოს ტრენერი, რომ შეძლოს ტრენინგის ეფექტიანად ჩატარება.
ტრენინგის შედეგიანად და ეფექტიანად წარმართვისათვის ტრენერმა აუცილებლად უნდა იცოდეს:"-რა უნდა იცოდეს ტრენერმა ამის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიაში, რომლის ავტორია პროფესიონალი ტრენერი, ფსიქოლოგი ქეთევან ოსიაშვილი. სტატია აღებულია ჟურნალი მასწავლებლიდან.
იხ,სრულად ტრენერის პროფესიული მახასიათებლები

No comments:
Post a Comment